დონალდ ტრამპი - ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი საათ-ნახევარი გრძელდებოდა და ძალიან დადებითი შედეგით დასრულდა ორივე ქვეყნისთვის - საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ტრამპი წერს, საუბრის დროს პრეზიდენტმა სიმ ჩინეთში მიიწვია, რასაც იმავეთი უპასუხა თავად, ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული, არ ყოფილა საუბარი რუსეთ-უკრაინის საკითხზე და ირანზე.

მისივე ინფორმაციით, ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა და ძალიან დადებითი შედეგით დასრულდა ორივე ქვეყნისთვის.

“ახლა დავასრულე ჩინეთის პრეზიდენტ სისთან კარგი სატელეფონო საუბარი, რომელშიც ცოტა ხნის წინ გაკეთებული და შეთანხმებული სავაჭრო გარიგების ზოგიერთ სირთულეს განვიხილავდით. ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა და ძალიან დადებითი შედეგით დასრულდა ორივე ქვეყნისთვის. იშვიათი მინერალების პროდუქტების სირთულესთან დაკავშირებით აღარავითარი კითხვები აღარ უნდა იყოს. ჩვენი შესაბამისი გუნდები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს, ადგილზე გაირკვევა. წარმოდგენილი ვიქნებით სახაზინო მდივნით სკოტ ბესენტით, ვაჭრობის მდივნით ჰოვარდ ლუტნიკით, და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლით ელჩით ჯემისონ გრირით. საუბრის დროს პრეზიდენტმა სიმ მადლიერებით მიგვიწვია პირველი ლედი და მე ჩინეთში, და მეც იმავეთი ვუპასუხე. როგორც ორი დიდი ერის პრეზიდენტები, ეს არის ის, რასაც ორივე მოუთმენლად ველით. საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული. არაფერი იყო განხილული რუსეთ/უკრაინასთან, ან ირანთან დაკავშირებით. მედიას შევატყობინებთ უახლოესი შეხვედრის ჩანიშვნასა და ლოკაციაზე”, - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის