გიორგი მელაშვილი - რობინ დანიგანს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ელჩები იცვლებიან, პოლიტიკა რჩება, რაც უკვე განსაზღვრა სახელმწიფო დეპარტამენტმა და შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკაც მივიღოთ

ელჩები იცვლებიან, პოლიტიკა რჩება და დარჩება იგივე ნებისმიერი სხვა ელჩის შემთხვევაში, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, - ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მელაშვილის თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი ელჩი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში უფრო მკაცრი იყოს.

„როგორ შეიძლება საელჩოსა და თეთრ სახლს შორის დაპირისპირება იყოს? რომ ყოფილიყო კარის მოხურვა და ეთქვა: მე არ ვეთანხმები, მაშინ კი ბატონო, მაგრამ არ იყო ასე. რობინ დანიგანს მოუწია ელჩობა საქართველოსა და აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ პერიოდში. მან მოახერხა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობების მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად იზოლირება გაეზარდათ, რაღაც კავშირები აშშ-სა და საქართველოს შორის შენარჩუნებულიყო. ასე რომ, მადლობის მეტი მას არაფერი არ ეთქმის ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ფიქრობს, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები როგორი უნდა იყოს. ახალი ელჩის პირობებში, შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკაც მივიღოთ.

აშშ-ს პოლიტიკა უკვე გაცხადებულია. საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ს წარმომადგენელი. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე თავად დანიგანიც იყო აშშ-ში. შეხვდა ბოჭორიშვილს და გადასცა გზავნილები. შემდეგ ივანიშვილისთვის უნდოდა გზავნილების გადაცემა და არ მიიღო. შემდეგ ჩამოვიდა აშშ-ს წარმომადგენელი და შეხვდა კობახიძეს. იგივე გზავნილებია, აბსოლუტურად ერთსა და იმავეს უმეორებენ ადმინისტრაციისა და აშშ-ს სხვადასხვა წარმომადგენლები. ელჩის პიროვნება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკა განსაზღვრა სახელმწიფო დეპარტამენტმა და პოლიტიკა არ შეიცვლება“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში