ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით - ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ

დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით, ჩემი პირადი აზრი ცხადია - ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

“ორივე ვთანხმდებით ამ ომზე და რამდენად საშინელია ეს ომი. ორივე ვეძებთ გზებს, თუ როგორ შევაჩეროთ ის ძალიან მალე.

სანამ შემოვიდოდით, პრეზიდენტს [ტრამპს] ვუთხარი, რომ ის საკვანძო პიროვნებაა მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება ახლა, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით. და ეს საუბარი, მოგვიანებით, გვექნება კიდევ ერთხელ - როგორც შეგვიძლია ევროპელებსა და ამერიკელებს ერთად მოქმედება.

ვფიქრობ, ყველას გვაქვს ვალდებულება რამე გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ ეს სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ნამდვილად საშინელია. ნახეთ ბავშვები, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში გაიტაცეს. ეს ყველაფერი საშინელია. ასე რომ, ვსაუბრობთ ინსტრუმენტებსა და ზომებზე, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ამაზე, ჩემი პირადი აზრი ცხადია - ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ვცდილობთ ისინი სულ უფრო და უფრო გავაძლიეროთ, რათა პუტინს ამ ომის გაჩერება ვაიძულოთ”, - განაცხადა მერცმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა