ილონ მასკი - დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო - დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე და დასძინა: „კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!“

მან შემდგომ პოსტში დაამატა: „შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.

მასკს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

როგორც ცნობილია, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ციხეში კი სოცოცხლე სუიციდით დაასრულა.

"ეპშტეინის ფაილები" მოიცავს, სასამართლოს დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. არსებობს ცნობები ცნობილ ადამიანებთან შესაძლო კავშირებზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა