რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს - ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის ურთიერთობის დაძაბვას ეხმაურება.

„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა“, - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

სიკორსკი ილონ მასკის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს, სადაც მილიარდერი ბიზნესმენი მის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.

„ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს“, - აღნიშნულია მასკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ პოსტში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს