მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა და ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა აქვს გადაწყვეტილი - არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ მას შანსს, რომ მე უფრო სწრაფად შევიდე ციხეში

ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, უკვე 4 წელია მის დაჭერას ცდილობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ, რადგან ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე უფრო სწრაფად შევიდე ციხეში. ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ. უკვე 4 წელია, რაც ჩემს დაჭერას და 9 წლით დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ეს არ გამოუვიდათ რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი