ოლექსი რეზნიკოვი - ოვალურ კაბინეტში  ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია - თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

„თქვენ არ გაქვთ კარტები“- ეს არ არის დამამცირებელი განცხადება. ეს ნიუ-იორკელი ბიზნესმენის ჟარგონია - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინას კარტები არ აქვს“.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადად გამოიყურება, თუმცა ის ბიზნესმენია და ამ პროფესიის ადამიანებს მსგავსი განცხადებები და ქმედებები ახასიათებთ.

„ახალი პრეზიდენტი - შეერთებული შტატების ახალი და ყოფილი პრეზიდენტი ერთდროულად - დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადად გამოიყურება, მაგრამ ის ბიზნესმენია. ის ბიზნესმენია ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან. მათ განსაკუთრებული სტილი და ლექსიკა აქვთ და როდესაც ისინი იყენებენ ფრაზას „თქვენ არ გაქვთ კარტები“, ეს არ არის დამამცირებელი განცხადება. ეს ნიუ-იორკელი ბიზნესმენის ჟარგონია, განსაკუთრებით ბრუკლინიდან, რადგან ნიუ-იორკში ცხოვრებისას ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლები არგუმენტი გაქვთ, ვიდრე თქვენს კოლეგას,“ - განაცხადა მან.

ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული აშშ უკრაინის მიერ ოპერაცია „ობობას ქსელის“ დაგეგმვის შესახებ, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს რუსეთ-უკრაინას შორის მომლაპარაკებელს და არა უკრაინის პარტნიორს უწოდებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა გადასცეს მსგავსი ინფორმაცია კიევმა მომლაპარაკებელს.

„როდესაც შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ოვალურ კაბინეტში ძალიან ცნობილი შეხვედრის დროს, შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავი შუამავლად მოიხსენია. მან ეს როლი აირჩია. მე ამას ვეთანხმები, მაგრამ თუ მან ორ მხარეს შორის შუამავლის როლი აირჩია - ორ კონფლიქტურ მხარეს შორის - რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, რომ რაიმეს გაკეთებას ვაპირებთ?“ - განაცხადა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს