საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, თბილისში უზბეკეთის ბიზნეს სექტორის დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, თბილისში უზბეკეთის ბიზნეს სექტორის დელეგაცია ჩამოვიდა.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა 100-მდე უზბეკური კომპანიის გამოფენა, სახელწოდებით „Made in Uzbekistan“.

„ღონისძიება ოფიციალურად 5 ივნისს, „ექსპო ჯორჯიას“ მეოთხე პავილიონში გაიხსნა და 7 ივნისამდე გაგრძელდება. გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე კომპანიებსა და საქართველო-უზბეკეთის ოფიციალურ პირებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბახრომ აშრაფხანოვმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, დილშოდ რასულოვმა.

გამოფენაში მონაწილე უზბეკური კომპანიები წარმოადგენენ ეკონომიკის სხვადასხვა საკვანძო სექტორს, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, ელექტრო აღჭურვილობა, მშენებლობა, საავტომობილო მრეწველობა, ფარმაცია, ავეჯის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ტექსტილი და სხვ. აღნიშნული კომპანიები, გამოფენის ფარგლებში, წარადგენენ თავიანთ პროდუქციას და ექნებათ მზაობა, დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ქართულ მხარესთან.

სწორედ ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის მზარდი ინტერესის საპასუხოდ, სავაჭრო პალატა აქტიურად განაგრძობს ქართული და უზბეკური კომპანიებისთვის დაახლოების შესაძლებლობების მხარდაჭერას. უახლოეს მომავალში პალატა კვლავ გეგმავს არაერთ აქტივობას, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების წინაპირობა გახდება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო