ბათუმში „ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში 2025“ დაიწყო

ბათუმში დღეს სტარტი აიღო რეგატამ - ,,ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში 2025", რომელიც 8 ივნისამდე გაგრძელდება.

სამი დღის განმავლობაში, ერთმანეთს საქართველოში მოქმედი ყველა საიალქნო კლუბების წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის საიალქნო კლუბის, საქართველოს საიალქნო კლუბის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში.

„აფროსნობა საქართველოში ძალიან განვითარებული სპორტის სახეობა იყო და ეს განსაკუთრებულად იგრძნობოდა ბათუმში. რაღაც პერიოდი იყო ჩავარდნები, მაგრამ ბოლო წლებია ახალი გუნდის ძალისხმევით ვატარებთ შეჯიბრებებს საქართველოს მასშტაბით. პირველად ტარდება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ყველა კლუბს შორის პირველობა ბათუმში, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ბათუმში უფრო ხშირად ჩავატარებთ შეჯიბრებებს. ბათუმს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ყველა თვალსაზრისით-ბათუმში არიან კარგი სპეციალისტები, ბათუმში არიან კარგი სპორტსმენები და ტრადიციები. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, სპორტის ეს სახეობა ბათუმში, რაც შეიძლება მეტად განვითარდეს“,- აცხადებს პირველობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვეტერანი აფროსანი, ჯუმბერ ცომაია.

ღონისძიება ორგანიზატორია საქართველოს აფროსნობის ფედერაცია. მათი განცხადებით, ტურნირი ტრადიციული გახდება და მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს