თეა წულუკიანი - პატიმრის გარდაცვალებამდე ოჯახს ეუბნებოდნენ, გათავისუფლებულია და წაიყვანეო - ის ადამიანი, რამდენიმე საათში ან დღეში სახლში იღუპებოდა და ეს ციხეს არ ეთვლებოდა - ამას ერქვა „სიკვდილის ექსპორტი“ და ჩვენს დასკვნაში აისახება

პატიმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე, ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე. ის ადამიანი, რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს- ამას ერქვა „სიკვდილის ექსპორტი“ და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს დასკვნაში, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პატიმარ გიორგი ავალიშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. საკითხზე სასაუბროდ მიწვეული იყო გიორგი ავალიშვილის და, გიული ავალიშვილი, რომელმაც ისაუბრა, „თუ როგორ ემსხვერპლა მისი ძმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ციხის პირობებს“.

„პატიმარი,ამ შემთხვევაში, ქალბატონი გიულის ძმა, ბატონი გიორგი ავალიშვილი უკვე იყო გარდაცვალებასთან ახლოს, იმიტომ, რომ სცემდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ და არ აწყობდათ, რომ ეს სტატისტიკაში ასახულიყო. არ უნდოდათ, რომ ამერიკის მიერ, დასავლეთის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხულ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, არსებობდა ასეთი მეთოდი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე, ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე. ის ადამიანი, რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს. ამას ერქვა „სიკვდილის ექსპორტი“ და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს დასკვნაში. ეს მახასიათებელი იყო, აქამდე საჯაროდ არ განგვიხილავს ისეთი საქმე, რომელიც სიკვდილის ექსპორტს ეხება და მნიშვნელოვანია რომ განვიხილეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს