ირაკლი ლექვინაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში (Tbilisi RFSD) მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის სესიის ფარგლებში – „შრომის ბაზრის განვითარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა“, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

„თბილისის ფორუმი, რომელიც ტარდება სახელწოდებით „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში”, წარმოადგენს ეფექტურ პლატფორმას დებატების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებისათვის, ასევე ქალაქებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მან, ასევე ხაზი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის მნიშვნელობასაც გაუსვა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო. მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნულ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედების სტანდარტები ჩამოაყალიბა, რომელთა მიზანია ბაზარზე მოვაჭრეების ქცევის გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიების გაძლიერება.

„დღეს მომხმარებელს უკვე განცდა აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტო არ არის – მათ შეუძლიათ მოგვმართონ და დაიცვან საკუთარი უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2024 წელს სააგენტომ დაამტკიცა 10 სამოქმედო სტანდარტი, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფასდაკლებების მართვას, მომხმარებლის ინფორმირებულობას, კვების ობიექტებში ფასების გამჭვირვალობას, სერვისის ქართულ ენაზე მიწოდებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნესთან, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არაკეთილსინდისიერი ქმედებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. მომხმარებელთა უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე