ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ

რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.

„მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტელევიზიებში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.

ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.

ახლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოჰყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი