ნატო-ს ოფიციალური პირი - შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი

შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი , - ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას.

მათივე ცნობით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან:

„შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა