გიორგი სიორიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - შესაძლოა ზოგიერთ პარტიას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ, რომ ისინი გადავარწმუნოთ

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ნებისმიერი არჩევნები, რომელიც შესაძლოა მთავარი მიზნისთვის იყოს გამოყენებული, რასაც რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, მზად უნდა ვიყოთ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია ბრძოლის ნებისმიერ ფლანგზე, რათა „ქართული ოცნება“ დამარცხდეს.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი პარტია მუდმივ მზადყოფნაში ვართ არჩევნებისთვის, ასე იყო 27 ოქტომბრის შემდეგაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ნებისმიერი არჩევნები, რომელიც შესაძლოა მთავარი მიზნისთვის იყოს გამოყენებული, რასაც რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, მზად უნდა ვიყოთ. რაც რეალურად დამაზიანებელი შეიძლება იყოს და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე შეიძლება წყალი დაასხას არის არჩევნებზე მოუმზადებელი გასვლა, პირველ რიგში ახალ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჩვენ კონსულტაციებისთვის სივრცე გავხსენით. შესაძლოა ზოგიერთ პარტიას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ჩვენ ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ, რომ ისინი გადავარწმუნოთ. ჩვენ ვთვლით, რომ ერთიანობა არის ის, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ ფლანგზე ბრძოლისათვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.

ჩვენ გვაქვს არგუმენტები და მზად ვართ დისკუსიისთვის, ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფერზე საუბარი“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს