ირანის დაზვერვის მინისტრი - ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება

ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.

ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და აშშ-თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება.

„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს“, - განაცხადა ხატიბიმ.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

ისრაელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა