ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება, ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს

ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ. მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან „მადლენის“ სიძულვილის ფლოტილიამ ღაზას სანაპიროებს მიაღწიოს და ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები: უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს“ არ დაუშვებს.

გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა.

აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება