ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება.

ორივე სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართება, მისი დასრულების შემდეგ კი სასამართლო ამაღლობელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ, სასამართლოს წინაშე, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დაასრულა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე