მამუკა ხაზარაძე სასამართლოზე - აქ იმიტომ დავდივარ, რომ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ავხადო ფარდა იმ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია დამკვიდრებული

აქ დავდივარ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ავხადო ფარდა იმ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია დამკვიდრებული - ფარდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების" მომხრეებისთვის ავხადო, რათა დაინახონ, რომ ხვალ თავად და მათი ოჯახები შეიძლება დადგენ ამ სასამართლოს ძალადობის ქვეშ, - ეს განცხადება სასამართლო სხდომის დაწყების წინ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რომელსაც ბრალი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო აქვს წაყენებული.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო, სადაც სამართალია, ამიტომ პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არა აქვს.

„ამ სახელმწიფოში ჩანერგილია წინა ხელისუფლების პროკურატურა, მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იგივე დანაშაულს სჩადიოდნენ, რასაც სჩადიან ახლა - ეს არის ერთი კასტა!

მანამ სანამ მთლიანი რეორგანიზაცია და ხელისუფლებიდან ამათი გაშვება არ მოხდება, სამართლიანობის არანაირი მოლოდინი არა მაქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.

დღევანდელი სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. ამასთან, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა ხაზარაძე სასამართლოში ჩვენებას.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე