მიხეილ სააკაშვილი - ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებში ჩაერთვება, პირდაპირ ითამაშებს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას აღნიშნა, „ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს“.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით. არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? არ გეყოთ, რაც ნახეთ? კიდევ რანაირად შეიძლება ერთი და იმავე წყალში შესვლის მცდელობა. ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს.

ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოში ბანდიტების და მატყუარების დიქტატურას ამყარებს.

„ეს ტერორი, რომელიც არის ქუჩაში, არის ბანდიტური დიქტატურის ხელწერა, რომელსაც დიდი მომავალი ნამდვილად არ უწერია. მხოლოდ გაერთიანება, მხოლოდ სიძლიერე, მხოლოდ შეტევით, კიდევ ერთხელ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები!" - განაცხადა სააკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის