„პროკურატურის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენისა და მისი თანამდებობაზე განწესების წესები და პროცედურა იცვლება

„ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენისა და მისი თანამდებობაზე განწესების წესებსა და პროცედურას ცვლის.

უმრავლესობის წევრებმა “პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

ამასთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საჭირო აღარ იქნება.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტურია. გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გაბიტაშვილს ახალ პოსტზე პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს