საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც 15 ჩინური და 40-მდე ქართული კომპანია, აგრეთვე ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნის პროვინიცის თავმჯდომარემ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს გუანდუნის პროვინციის კომიტეტის (CPPCC) თავმჯდომარემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა.

„ზოგადად, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება — თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, უვიზო რეჟიმმა და მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქართულ-ჩინური ბიზნეს-კავშირების განვითარებას და, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი და სხვა”, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაია.

საქართველოსა და ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი განახლდა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ორმხრივი ბიზნეს გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, რის შემდეგაც ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის B2B ფორმატის შეხვედრებიც გაიმართა. მონაწილე კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სექტორებს: მდგრადი ენერგეტიკა და ინჟინერია, სტრატეგიული ინვესტიციები, ბიზნეს სექტორის საკონსულტაციო სერვისები, ინდუსტრიული განვითარება და მრეწველობა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს