ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მგზავრობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ანრი ოხანაშვილიც, უშუალო კონტაქტი ჰქონდა - ის მზადყოფნას გამოხატავს, რომ დეტალურადაც ისაუბროს

ბაჩიაშვილს გარკვეული დროის განმავლობაში ტომარა მოხდილი ჰქონდა - ბაჩიაშვილის ნათქვამში აღნიშნული იყო, რომ მგზავრობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ანრი ოხანაშვილიც, თუმცა რაც შეეხება მგზავრობის დროს მყოფ მეორე პირს, არ მგონია, რომ მისი სახელი და გვარი იცოდეს, მაგრამ ამოცნობა შეუძლია , - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს ადვოკატმა, გიორგი ჯანდიერმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მზაობას გამოთქვამს, რომ გამოძიებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

„მე არ შემიძლია ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ გიორგი ბაჩიაშვილს გარკვეული დროის განმავლობაში ტომარა მოხდილი ჰქონდა, როდესაც პილოტი გამოდიოდა ოთახიდან და საპირფარეშოში გადიოდა, მას ტომარას ისევ თავზე აცვამდნენ, რადგან მათ შორის ვიზუალური კონტაქტი არ ყოფილიყო. გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამში აღნიშნული იყო, რომ მგზავრობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ანრი ოხანაშვილიც, უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ეს გარემოებები მეტ-ნაკლები სიზუსტით არის ასახული პროკურატურისთვის მიმართულ განცხადებაშიც. ასევე მზადყოფნას გამოხატავს, რომ დეტალურადაც ისაუბროს.

რაც შეეხება მგზავრობის დროს მყოფ მეორე პირს, გიორგი ბაჩიაშვილმა არ მგონია, რომ მისი სახელი და გვარი იცოდეს, გავიმეორებ, რომ არ მგონია, თუმცა გიორგის ის პირი რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და მისი ამოცნობა შეუძლია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არსებობს, მხოლოდ ერთი ვერსია, რომლის ნამდვილობაში მე დარწმუნებული ვარ, რადგან გარემოებები, რომელსაც ბაჩიაშვილი აღწერს ემთხვევა ჩემს ცოდნას და საღ აზრს, რომელიც შესაძლოა ადამიანს გააჩნდეს. გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენთან დეტალურად აღწერს თუ რა და როგორ მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის მგზავრობის დროს ისეთ ვითარებაში იმყოფებოდა, როცა მას გარკვეულ პერიოდში შეეძლო გარკვეული ფაქტების დანახვა, სრულად არ ჰქონდა თავზე ჩამოფხატებული ტომარა.

გიორგი ბაჩიაშვილი გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ეს ის საკითხებია, რომლებზეც სურს, რომ გამოძიებას ესაუბროს და სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მან მის დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზე ისაუბრა. როგორც ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. „ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს