მარკ რუტე - შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს - თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვიმყოფებით

შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმას, რასაც მთელი ნატო ერთი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ წელს 1500 ტანკს, 3000 ჯავშანმანქანასა და 200 „ისკანდერის“ ტიპის რაკეტას აწარმოებს. შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად მზად ხუთი წლის განმავლობაში იყოს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ნატო-ს ჰააგის სამიტზე მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდებიან.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავისი წილი ნატო-ს ყველა წევრმა გაიღოს. ამერიკამ ეს დიდი ტვირთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატარა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვიმყოფებით. ახალი თაობის რუსული რაკეტები ბგერის სიჩქარეზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ. ევროპის დედაქალაქებს შორის მანძილი მხოლოდ რამდენიმე წუთია. აღმოსავლეთი ან დასავლეთი აღარ არსებობს, მხოლოდ ნატო არსებობს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის