მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე - უკვე აღარაფერი აღარ დარჩენიათ, ასეთ ამბებს იგონებენ - ცოტა ხანში დაიწყებენ ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენებას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კამპანიური სახე აქვს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს.

მდინარაძის თქმით, „აღარაფერი დარჩენიათ“ და მსგავს „ამბებს იგონებენ“ . მდინარაძე იმასაც ამბობს, „ცოტა ხანში ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენებას დაიწყებენ“.

„მოდი ერთ რამეს გთავაზობთ თინა ბოკუჩავას და მის მეუღლეს ვიღაცამ მაგრად აგინოს, საშინელებები მოუგონოს, საზიზღრობები ილაპარაკოს. მერე იგივე ვიღაც გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს თქვას, რომ ბოდიშის მოხდა მას აიძულეს. აი ასეთ მდაბიო სპეკულაციებთან გვაქვს უკვე საქმე. უკვე აღარაფერი რომ აღარ დარჩენიათ, ასეთ ამბებს იგონებენ, სხვათა შორის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ერთი-ორი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ადამიანები ბოდიშს იხდიდნენ თავისი რაღაც საზიზღრობის გახმოვანების გამო „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ. მე მგონია, რომ ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში. ახლა ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან - მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო. ახლა ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და ისე შეურაცხყოფაც არ მიუყენებიათო, ცოტა ხანში დაიწყებენ ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენებას, მე მგონი. დღეს თემა არ იყო არაფერი სოციალურ ქსელში და მთელი დღეა „კადიროველები“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ანუ, უმარტივესი დასალაგებელია. ერთ დღეს აგინე, მეორე დღეს მოუხადე ბოდიში, მერე ვიღაცის ცოლი, დეიდა ან მამიდა გამოხტება და იტყვის გაიტაცეს და იმიტომ მოიხადა ბოდიში. მარტივია ერთ დღეს ერთი უნდა თქვან, მეორე დღეს მეორე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის