ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურაა წარდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“,- წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრის 9 ივნისის განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა