ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს.

პირის საკონსულო თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი მოთხოვნა - გავლილი ჰქონდეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, თავად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლისა და სერტიფიკატის მიღების ვალდებულებით ნაცვლდება.

ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად, კანონიდან სსიპ - საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ამოღებულია.

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებდა. ცვლილების შემდეგ კი, აღნიშნულ ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეასრულებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ცვლილებების აუცილებლობა ეფექტიანი მმართველობის განხორციელების და რესურსების ოპტიმიზაციის საჭიროებით არის განპირობებული.

“აღნიშნული ცვლილების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის პროცესთან, რომლის დასრულების შემდგომ სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა იცვლება და სამინისტროს ახალი სტრუქტურა მიიღება. სპეციალური სასწავლო პროგრამის ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები