თინა ბოკუჩავა ბრიუსელში გაემგზავრა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში გაემგზავრა.

ბოკუჩავას განცხადებით, გაგრძელდება მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ „ბიძინა ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და მათ ოჯახის წევრებზე ევროპული სანქციები ამოქმედდეს“.

„ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდესს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნები.

გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციები ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე, მათ შორის იმისთვის, რომ მათ აღნიშნულ სანქციებს თავი მარტივად ვერ აარიდონ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს