გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - მოსკოვისთვის უკრაინა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დასავლეთისკენ - სტამბოლში რუსეთის მიერ გადმოცემული დოკუმენტი საუკეთესო დასტურია, რომ სინამდვილეში ისინი ჩვენგან კაპიტულაციას ითხოვენ

დასავლეთის ქვეყნები არ უნდა მოტყუვდნენ რუსეთის განზრახვებით, რადგან მოსკოვისთვის უკრაინა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, - გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც ურთიერთდაცვას გულისხმობს, რეალურად კვლავ მოქმედებს.

„მათ ამის გამოცდა სურთ. მათ სურთ, რომ ნატო იმ დონეზე დააბრუნონ, რა დონეზეც ის 1990-იანი წლების ბოლოს იყო. მათ სურთ, ამერიკა ევროპიდან გააძევონ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო საშუალებას გამოიყენებენ“, - აღნიშნა გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამისთვის რუსეთს არ სჭირდება მასშტაბური დაბომბვის განხორციელება ან სატანკო ქვედანაყოფების განლაგება და საკმარისია ესტონეთში „პატარა მწვანე კაცუნების“ გაგზავნა - ვითომდა დაჩაგრული რუსი უმცირესობის დასაცავად.

„შემდეგ კი მოსკოვი დააკვირდება, რეალურად გაგზავნის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელ ჯარისკაცებს ატლანტის ოკეანის გადაღმა ამის საპასუხოდ“, აღნიშნა ბრუნო კალმა.

მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ არსებობს და რუსეთი უკრაინაში მშვიდობისკენ არ ისწრაფვის. გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს ოდნავი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა როგორღაც შეიცვალა აზროვნება და სურვილი, ბოლომდე გააგრძელოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„სტამბოლში (რუსეთის დელეგაციის მიერ) გადმოცემული დოკუმენტი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ სინამდვილეში ისინი ჩვენგან კაპიტულაციას ითხოვენ და მეტს არაფერს“, - განაცხადა კალმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია