პაატა მანჯგალაძე - დილიდან, „ქოცური“ პროპაგანდა გვტენის აბსურდს, თითქოს ილონ მასკი გვართმევს დემოკრატიას და მსოფლიო რობოტებმა უნდა მართონ - ილუზიები, კონსპირაციები - ყველაფერზე საუბრობენ, სიმართლის გარდა

დილიდან „ქოცური“ პროპაგანდა გვტენის აბსურდს თითქოს ილონ მასკი გვართმევს დემოკრატიას და მსოფლიო რობოტებმა უნდა მართონ… ილუზიები, კონსპირაციები - ყველაფერზე საუბრობენ, სიმართლის გარდა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „პროპაგანდის მიზანია, გამოიგონოს საფრთხე, რათა ხალხმა ნამდვილი საფრთხე და მტერი ვეღარ დაინახოს“.

„სინამდვილეში, ამით გვეუბნებიან - ნუ ფიქრობ უკეთეს მომავალზე, დაივიწყე ღირსება, სხვაგან უარესია, შეეგუე ივანიშვილს და მის რეჟიმს.

ეს ხდება იმისთვის, რომ ხალხმა აღარ იფიქროს იმ რეალობაზე, რაც დღეს საქართველოშია - მოქალაქეებს იტაცებენ და აშანტაჟებენ; 200 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და თავისუფლებისთვის იბრძვის; ბლოკავენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს და გვაბრუნებენ რუსულ ჭაობში; იჭერენ, სცემენ, აშინებენ - ეს გახდა ყოველდღიურობა; ხალხი ღარიბდება, კლანი კი მილიონებს აგროვებს; სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

ამიტომაც გვტენიან ილონ მასკს, რობოტებს, გლობალურ ძალებს, რომ ჩაგაგდონ უაზრო კამათში, დაგავიწყონ მთავარი, არ დაგიტოვონ დრო ფიქრისთვის, წინააღმდეგობისთვის, კითხვებისთვის: რატომ ვართ ასეთ მძიმე დღეში? ვინ აგებს პასუხს სიღარიბეზე, ძალადობაზე? ვინ აგებს პასუხს გაძარცულ ქვეყანაზე, მიტოვებულ სოფლებზე და გადახვეწილ ქართველებზე? ბავშვების შიმშილზე, განათლების ნგრევაზე, მომავლის წართმევაზე?

ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ - არა. ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის.

ეს არის ბრძოლა ბოლომდე, რადგან უკან გზა აღარ არსებობს“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა