გია ვოლსკი - შსს-ს ჰყავს ხელმძღვანელობა, მინისტრი საკმაოდ კომპეტენტური ფიგურაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს - ვიღაც შეიძლება წავიდეს სისტემიდან და ვიღაც დარჩეს

შსს-ს ჰყავს ხელმძღვანელობა, მინისტრი საკმაოდ კომპეტენტური ფიგურაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს - ვიღაც შეიძლება წავიდეს სისტემიდან და ვიღაც დარჩეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შსს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შსს-ში მიღებულ გადაწყვეტილებებზე არც პოლიტსაბჭოს და არც პარლამენტის გადაწყვეტილებები არ მოქმედებს.

„შსს-ს ჰყავს ხელმძღვანელობა, მინისტრი საკმაოდ კომპეტენტური ფიგურაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ამაზე, რასაკვირველია, არც პოლიტსაბჭოს და არც პარლამენტის გადაწყვეტილებები არ მოქმედებს. თუმცა შეიძლება ლოგიკურად ახსნა. რას ჰქვია წმენდა? ლაპარაკობდნენ, რომ საპატრულო დეპარტამენტია დირექტორი თანამდებობიდან წავიდაო და აღმოჩნდა, რომ თურმე იგი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად არის დანიშნული. ასევე, დაწინაურებულია კუპატაძე. სხვა გადაადგილებები ხდება - ვიღაც შეიძლება წავიდეს სისტემიდან და ვიღაც დარჩეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ხარაზიშვილს, უნდა გავიხსენოთ ვის უპირისპირდებოდა და ვინ უპირისპირდებოდა იმ ქვედანაყოფს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. აქ რევოლუციური პროცესის განვითარების და სახელმწიფოს მმართველობის, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობა იყო. თუ ის ამას დაუპირისპირდა თავისი ქვედანაყოფით, იმას არ ნიშნავს, რომ იგი თავისი პირადი მოსაზრებებით მოქმედებდა. ასე რომ საკმაოდ მძიმეა ზოგადად დაპირისპირება. ხედავთ, რა ხდება ლოს ანჯელესში, გერმანიაში, საფრანგეთში - სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც მომიტინგეები პოლიციას უპირისპირდებიან იქ საკმაოდ არასასურველი ფაქტები ხდება. ეს რეალობაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ფაქტებს წინ კონსპირაციული გეგმა უძღოდა, რომელიც შეჯახებების გარდაუვალობას განაპირობებდა. კონკრეტულ პიროვნებებს რაც შეეხებოდა, რასაკვირველია არის მინისტრი, სამინისტრო, ხელმძღვანელობა და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა მათზე, რომ თავისით მიიღონ გადაწყვეტილებები”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ