„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის დაჯილდოებაზე „AI ფინანსებში“ 18 ნომინაციაში ჯილდო მიიღო

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards-ის გამარჯვებულები გამოაცხადა. დაჯილდოებების პირველივე რაუნდში „საქართველოს ბანკმა“ როგორც საცალო, ისე კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურების მიმართულებით, ჯამში 18 ჯილდო მიღო, რაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით ბანკის ლიდერობას ადასტურებს.

Global Finance-ის ინიციატივა ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გარდამტეხი როლის აღიარებას ისახავს მიზნად. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„Global Finance სიამაყით აცხადებს პირველი AI In Finance Awards-ის გამარჯვებულებს. ჩვენი 38-წლიანი სარედაქციო გამოცდილება და მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოების 26-წლიანი ისტორია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს ინოვაციური ინიციატივა წარმოვადგინოთ“ – განაცხადა გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სწორედ ახლა ყალიბდება მისი მომავალი. AI In Finance Awards ხელს შეუწყობს მის განვითარებას და გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებას”, — დასძენს იგი.

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა. ტექნოლოგიის მეშვეობით მარტივ, სწრაფ და პერსონალიზებულ გამოცდილებას ვქმნით როგორც საცალო, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ეს ჯილდოები არის ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ინოვაციების დანერგვისადმი მუდმივი სწრაფვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის დასტური“, – აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით – 14 ჯილდო

შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა:

ქვეყნის ქვეკატეგორიები:

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:

  • ქვეყნის დონეზე (საქართველო)
  • რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)

კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურებაში კი ბანკმა 4 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში დაიმსახურა:

  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით ქვეყნის დონეზე;
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში ქვეყნის დონეზე;
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს