მამუკა მდინარაძე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე - გვაქვს მოლოდინი, რომ ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა და სახვეწარი აღარ გვექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა

ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა - მხოლოდ განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ ის წარმატებული ელჩი იქნება, რომელსაც ამ სფეროში ბევრი წლის გამოცდილება აქვს.

„მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში. ის არის ადამიანი, რომელიც გულით უდგება თავის საქმეს.

რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა და ჩვენ სახვეწარი აღარ გვექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მართლა გადაიტვირთა ურთიერთობები. მხოლოდ განცხადებები არავის არაფერში სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის