ანდრო ჭიჭინაძე გამომძიებელზე - მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, მოსამართლისადმი თხოვნაა, შეასწორებინოთ - ეს ფამილიარული საუბარი არის გამაღიზიანებელი

მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, თხოვნაა შეასწორებინოთ ეს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს, გამომძიებელ დავით ქიტიაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები დაათვალიერა.

ჭიჭინაძემ მოწმეს მოუწოდა, მორალური პედასტალიდან საუბარს მოეშვას.

„ბატონო მოსამართლე, წინა სასამართლოებზე ადვოკატებს მიუთითებდით, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილად. ახლა ისმევა კონკრეტული კითხვები, რასაც არ პასუხობს, დრო გაჰყავს ტყუილად. ბატონო დავით, მორალური პედესტალიდან საუბარს მოეშვით, იმიტომ რომ ამის უფლება არ გაქვთ",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულ ჯანო არჩაიას მიმართა, რომ ის არ ისმენდა პროცესს და ხშირად შედიოდა პოლემიკაში, რის გამოც, სხდომის დატოვება მოუწევდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ონისე ცხადაძესაც ჰქონდა რეპლიკა.

„აქედან რომ შეხედოთ, რა დონის სასაცილოა ეს ყველაფერი… ეს არის აბსურდი",- განაცხადა ცხადაძემ, რის შემდეგაც სიტყვა კვლავ ჭიჭინაძემ განაგრძო.

„ან ვერ იგებს, ან პასუხს არ სცემს, ან სხვა რამეს ლაპარაკობს. ეს დრო ძვირფასია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც და იქნებ მიუთითოთ პასუხი გასცეს. მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, თხოვნაა შეასწორებინოთ ეს. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე საუბარი აღარაა, რა, როგორ იფუთება, ეს ყველამ კარგად ვიცით, ეს ფამილიარული საუბარი არის გამაღიზიანებელი",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დავით ქიტიაშვილის დაკითხვა.

„თქვენ ოქმში მითითებული გაქვთ ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით, რომ ის ქვის მაგვარ საგანს და მოგრძო ჯოხს ისვრის - მხოლოდ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა გაქვთ დანიშნული?“,- მიმართა გამომძიებელს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა, რასაც მოწმემ უპასუხა, რომ მას ჭიჭინაძესთან მიმართებით ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულზე მას მიგინეიშვილმა კვლავ კითხვით მიმართა.

„ვინმე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დააზიანა? პოლიციელის მისამართით განახორციელა ეს მოქმედებაო უთითებთ, ამის შემდეგ, ნახეთ ვინმე, ვისაც ანდროსთან მიმართებაში პრეტენზია ჰქონდა?“, - მიმართა გამომძიებელს კვლავ ადვოკატმა.

„მე საქმის მასალებს ვიცნობ, საგამოძიებო მოქმედებაზე, რომელიც ჩემი ჩატარებული არაა, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოვალ“, - განაცხადა გამომძიებელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში