რუსუდან თევზაძე - საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება - ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას ევროინტეგრაციისადმი

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება.

როგორც თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.

„მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად, სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები უქმდება. სამსახურიდან მაღალი რანგის პროფესიონალებს ათავისუფლებენ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია. ყოველივე ეს ახალგაზრდა თაობას და მათ მშობლებს მოზარდზე მორგებულ, ინკლუზიური განათლების დასავლურ სიკეთეებს უსპობს. ორივე მიმართულება - სკოლამდელი განათლება და ინკლუზიური განვითარება - განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტია, აღნიშნულის გაუქმებით კი დაიწყება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასკოლო განათლების სრული დეგრადაცია. საფრთხის წინაშე დადგება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება. ამ სამმართველოების ფაქტობრივი გაუქმების მიზანი კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაა. იმ პროფესიონალების, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავ პეტიციას ხელი მოაწერეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა თავაძის მეუღლე, თეა ძოწენიძეა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება დემოკრატიული მმართველობის ფორმას! ყველა ინსტიტუტი აუცილებლად გახდება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და არა ერთი პარტიის დავალებების შემსრულებელი და მსახური. აქვე, რეჟიმის ყველა დაზარალებულს ვუცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა