გიორგი ახობაძე - ნიკა მელიას დაკავება ერთი ერთშია ჩემ ნათქვამთან - ზუსტად იმავენაირად, გამაჩერა პატრულმა და არსაიდან, მიწიდან ამოხტნენ, წინ მოუძღოდათ გურეშიძე

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის განცხადებით, როდესაც ის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, გიორგი გურეშიძეს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელმა დირექტორმა, ლევან მაისურაძემ დაურეკა.

როგორც მან განმარტა, გურეშიძეც და მაისურაძეც შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ამოიცნო.

„რაც შეეხება ჩადებას, ეს პიროვნება, რომელიც სახეზე მახსოვდა, არ ვიცოდი ვინ იყო, რა სახელი და გვარი ჰქონდა, ვიცოდი სად მუშაობდა და რომელი იყო მისი სამუშაო ოთახი, რომ მიმიყვანეს განყოფილებაში დავინახე სადაც იჯდა, კარი ღია ჰქონდა დატოვებული და ღლიცინებდა, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

პირველი კონტაქტი ჩემთან შედგა გიორგი გურეშიძის მხრიდან. ამოსაცნობად სამმართველოს რამდენიმე უფროსის ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი გურეშუძე. იმ მომენტში, როცა მასთან საპროტესტო საუბარში ვიყავი, რას აკეთებთ, როგორ წირავთ ადამიანს-მეთქი, მის მფლობელობაში არსებულ ტელეფონზე შემოვიდა ზარი, თუმცა [ვინაობა] არაფერს მეუბნებოდა გუშინდელ დღემდე, ვიდრე საკადრო გადაადგილებები მოხდებოდა - ლევან მაისურაძის ზარი იყო შემოსული გურეშიძის ტელეფონზე.

მისი სატელეფონო ზარი შედგა გიორგი გურეშიძესთან ჩემს თვალწინ. იმით დავიმახსოვრე, რომ კლასელი მყავდა ლაშა მაისურაძე. ჩემი პასიური მეხსიერებიდან ლევან მაისურაძე ამოტივტივდა, სხვათა შორის, ზუსტად იგივე მეთოდით მოხდა, როგორც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, ჯერ საპატრულომ რომ გააჩერა, მერე თავს დაესხნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთი ერთშია ჩემი ნათქვამის. დიდი მადლობა ცალკე ნიკა მელიას და ცალკე პოლიციელებს, რომ თურმე პრაქტიკაში ჰქონიათ, ზუსტად იმავენაირად, გამაჩერა პატრულმა და არსაიდან, მიწიდან ამოხტდნენ, წინ მოუძღოდათ გურეშიძე.

იმედია, ოდესმე, პროკურორი ჩემი ჩვენებითაც დაინტერესდება. დიდი ხანია ველოდები, იქნებ მეც მკითხონ რამე. სისხლის სამართლის დანაშაულზე განცხადება გავაკეთე, 7 თვე დაიწყო, რაც ამას ვაცხადებ, ან მითხრას, რომ გამოძიებას არ იწყებს, ან სხვა პროკურორს ვიპოვი, ან ვინმეს, იქნებ ფიქტიურად მაინც აღძრას საქმე, რადგან მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ან თუ აღძრა, რა ეტაპზეა საქმე, ან გამომკითონ“, - განაცხადა ახობაძემ.

ამ წუთებში, გიორგი ახობაძის საქმეზე ჩვენებას პოლიციელი აძლევს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე