საპატრიარქოში სასულიერო პირები იკრიბებიან

საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებას, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა.

წევრები ამ დროისთვის უკვე საპატრიარქოში იმყოფებიან.

ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება