ლევან იოსელიანი უმრავლესობას - მომავალ წელსაც, როცა მოვალ, მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებ, ვაპირებ პრობლემებზე საუბარს - გასაგებია, ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და  გადასარევად მიდის

მომავალ წელს და იმის მომავალ წელს, როცა აქ მოვალ, მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებ - ვაპირებ პრობლემებზე საუბარს! გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის!, - აღნიშნული განაცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

აქვე იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება კომფორტული არ არის, მაგრამ სახალხო დამცველის მანდატი ასეთია.

“აქ ყოფილი სახალხო დამცველი ზის და როცა ის სახალხო დამცველი იყო, მიღწევებზე არ ლაპარაკობდა - ის იმ დროს არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. მეც არსებულ პრობლებზე უნდა ვილაპარაკო. არ იქნება პერიოდი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემები ამოწული იქნება - ყიველთვის რაღაც იქნება და სახალხო დამცველმა ამაზე უნდა ილაპარაკოს.

თქვენ სისტემური დანაშაულები ახსენეთ. სოზარ სუბარის დროს სისტემური დანაშაული იყო, მაგრამ სისტემური პრობლემები ახლაც არის. სისტემური პრობლემაა, როცა ყველა სოციალური საცხოვრისი, რაც საქართველოშია, ადამიანის უფლებების კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია და იქ ცხოვრება ღირსების შემლახავია. არ არის ეს სისტემური პრობლემა? - რამეს ვიგონებ?!

სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის.

და ბოლოს, სანამ სახალხო დამცველი ვიქნები, მე პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ და პოლიტკურ დებატებში არ ჩავერთვები - ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე და მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე“, - მიმართა უმრავლესობის წევრებს ლევან იოსელიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს