ნიკა სიმონიშვილი - ლევან იოსელიანის საქმიანობის შეფასება ლოკალური შემთხვევით გამიჭირდება, ანგარიშთან მიმართებით, რაც თქვა, რთულია, არ დაეთანხმო - მისი მოვალეობა არ არის, პოლიტიკური თანამდებობის პირები კრიტიკისგან დაიცვას

თეა წულუკიანი ეკითხება ლევან იოსელიანს, ჩვენი გუნდის წევრები რომ დაასანქცირეს, ამაზე რატომ არ ლაპარაკობ და რატომ ამახვილებ ყურადღებას, დემონსტრანტები რომ სცემესო, მოდი, ახლა კითხვა შევატრიალოთ: რატომ დაგასანქცირეს? პასუხი არ არის კითხვაზე - რატომ არ არის არცერთი პოლიციელი დასჯილი და რატომ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება, ამიტომ! - ამის შესახებ იურისტმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

სიმონიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მოვალეობა თანამდებობის პირების პოლიტიკური კრიტიკისგან დაცვა არ არის.

“ზოგადად, ლევან იოსელიანის საქმიანობის შეფასება მხოლოდ ამ ლოკალური შემთხვევით ძალიან გამიჭირდება. საკმაოდ საინტერესო პერიოდი აქვს მას სახალხო დამცველად მუშაობის და ცალკე აღებული მხოლოდ დღევანდელი დღე მისი საქმიანობის შესაფასებლად, ვერ გამოდგება.

ანგარიშთან მიმართებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმას, რაც თქვა, რთულია, არ დაეთანხმო. აქცენტები კეთდება ხოლმე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე და ეს პროტესტსაც შეეხებოდა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ამ თვეების განმავლობაში, რომ თუნდაც თუ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ადამიანი ძალადობრივად გამოხატავს თავის პროტესტს, ეს არ უნდა გავრცელდეს დანარჩენ ათასობით ადამიანზე.

თეა წულუკიანი ეკითხება ლევან იოსელიანს, ჩვენი გუნდის წევრები რომ დაასანქცირეს, იმაზე რატომ არ ლაპარაკობ და იმაზე რატომ ამახვილებ ყურადღებას, დემონსტრანტები რომ სცემესო, მოდი ახლა კითხვა შევატრიალოთ - რატომ დაგასანქცირეს? პასუხი რომ არ არის კითხვაზე - რატომ არ არის არცერთი პოლიციელი დასჯილი და რატომ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება, ამიტომ!

სახალხო დამცველის მოვალეობა ის არ არის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები პოლიტიკური კრიტიკისგან დაიცვას. რა საკანონმდებლო სივრცეც შექმნეს და რა საკანონმდებლო ჩარჩოც შექმნეს, ეს გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა არის და პოლიტიკოსს თუ მოიხსენიებ მწვავე კრიტიკით, ეს გამოხატვის თავისუფლებაში სრულად ჯდება, შესაბამისად, აქ ეს საკითხი სწორედ ამ კუთხით უნდა დავინახოთ.

ჟურნალისტებს თავს არ დაესხნენ? პროტესტის მონაწილეები არ სცემეს, არ აწამეს? ჩემი თვალით არ ვნახე ეს ხალხი? ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს თეა წულუკიანს, როდესაც ლევან იოსელიანი საუბრობს”, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე