ირაკლი კობახიძე - ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა

ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ და იტალიელ ხალხებს შორისაა და აღნიშნა, რომ მილანი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზით - „საქართველოს მილანში თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენდა“.

„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის - უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო, დაკავშირებული, ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.

რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში, ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და, სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება. ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ, იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია