რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 85 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 85 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში მტრის 49 დრონი გაანეიტრალა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 40 დრონი ჩამოაგდო, ხოლო 9 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

„დამპყრობლების სამიზნეს ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის ოლქები წარმოადგენდა. დარტყმები 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები 2 ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა