დავით მათიკაშვილი - მზად ვართ, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე დღემდე იყო ე.წ. სტრატეგიულ ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან

მზად ვართ, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე დღემდე იყო ე.წ. სტრატეგიულ ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან - ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი, გზამკვლევით უნდა იყოს ორიენტირებული ისე, რომ ორივე სახელმწიფომ ნამდვილად მიიღოს ის სიკეთეები, რაც სტრატეგიულ ურთიერთობას მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ იქნება "მუშაობის მაღალი ტემპი იმისთვის, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ეყოლება ელჩი. აგრემანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისგან ქალბატონმა ტალიაშვილმა მიიღო, სწორედ ამაზე მეტყველებს და ძალიან მალე, ეს პროცესი, პრეზიდენტის მხრიდან, დასრულდება. ქვეყანას ეყოლება შეერთებულ შტატებში შესაბამისი, დიპლომატიური, სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ელჩი. ეს გულისხმობს იმას, რომ უკვე საელჩოს მაღალ დონეზე იქნება სრული მზაობა და მუშაობის მაღალი ტემპი იმისთვის, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ამაზე მეტყველებს და ეს გამომდინარეობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამოხმაურებებიდან, წერილიდან, მოლოცვიდან, რომელიც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მიიღო, იმ ღირებულებითი თანხვედრიდან, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას და ტრამპს და მის ადმინისტრაციას. ასე რომ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე იყო დღემდე ე.წ. სტრატეგიულ ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი, გზამკვლევით უნდა იყოს ორიენტირებული ისე, რომ ორივე ერმა, ორივე სახელმწიფომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ნამდვილად მიიღოს არა მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ის სიკეთეები, რაც მოჰყვება სტრატეგიულ ურთიერთობას. ამისთვის, ბუნებრივია, საქართველოს ახალი ელჩი, როდესაც ის ოფიციალურად დაინიშნება, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება