ვაშინგტონში რუსეთის ელჩი - აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლის ნაცვლად მოსკოვში გაიმართება

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან მოსკოვში გადაიტანონ, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ახალმა ელჩმა ალექსანდრე დარჩიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, დგამს თუ არა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით და როდის და სად იგეგმება ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ კონსულტაციების შემდეგი რაუნდის ჩატარება, ელჩმა უპასუხა:

„მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს პროცესი რთულია, რადგან მას ხელს უშლიან არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები - ანუ „დიფ სთეითი“, არამედ გარკვეული „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ძლიერი ანტირუსული ლობი შეიქმნა“, - აღნიშნა დარჩიევმა.

მისი თქმით, აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება.

„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო, როგორიცაა 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდზე მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების [ორი ქვეყნის] დედაქალაქებში გადატანის შესახებ. შემიძლია დავადასტურო, რომ ორ დელეგაციას შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს