„ლელო - ძლიერი საქართველო“ - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, გააუქმოს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, უარყოფითად იმოქმედებს შშმ ბავშვის/მოსწავლის/სტუდენტის განათლების რეალიზაციაზე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრების, ნინო ქათამაძისა და ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილება, გააუქმოს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, უარყოფითად იმოქმედებს შშმ ბავშვის/ მოსწავლის/სტუდენტის განათლების რეალიზაციის პროცესზე, გაუარესდება მათი მდგომარეობა და საფრთხე შეექმნება ინკლუზიური განათლების არსებობას.

„ვფიქრობთ, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, არათუ შესუსტდეს, არამედ უნდა მოხდეს უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე ინკლუზიის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალთა ჩართულობით. არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე!“, - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ამასთან, როგორც ვატო სურგულაძემ აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„რა მოხდა?! ვითომ სამმართველო გააუქმეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომ ინკლუზიური სწავლება ჩვენი ძალიან ბევრი ბავშვისთვის, აღარ არის პრიორიტეტი. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტი და ცალკე მიმართულება გამოიყოს, ეგრეთ წოდებული სამინისტრო აპირებს საერთოდ გაუქმებას. მშობლებს შევხვდი და მეკითხებიან, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ ბავშვებს სექტემბერში ასისტენტები ეყოლებათო?! აი, ეს გამოიწვია ამ აბსოლუტურად უგუნურმა გადაწყვეტილებამ! ეს ხალხი არ საჭიროებს ვიღაცის შეცოდებას ან მოწყალებას! ისინი სრულყოფილად უნდა იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში როგორც ქვეყნის მართვის, ბიზნესში, ხელოვნებაში. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, არ მოვუწოდებთ ამ სამინისტროს, არ მიმაჩნია, რომ ის ლეგიტიმურია, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებ, ასე ჩვენ მივალთ საბჭოთა კავშირში, დავუბრუნდებით სპეც-ინტერნატებს, სპეც-სკოლებს და გეტოებს, როგორიც იყო კომუნისტების დროს ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლება. არ გვინდა საბჭოთა კავშირი“, - განმარტა სურგულაძემ.

ცნობისთვის,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. მათივე ინფორმაციით, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა