სალომე ზურაბიშვილი - მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, რით უნდა აიხსნას?

ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას არ ადარდებს დიპლომატიური იზოლაცია და ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა.

„მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?

ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, მათზე სანქციები არ მუშაობს, სადაც უნდათ ჩადიან და „შოპინგობენ".

მეორე - არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია, მაგრამ ნებისმიერი სურათი, თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა და ამ სურათებს ამიტომ აფრიალებენ.

მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი