გიგი წერეთელი - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია

ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ბრიუსელში გამართული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაზე, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„საქართველოს მეგობრებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლის უაღრესად სახიფათო ტალღის წინაშეა, რაც გამოიხატება ერთპარტიული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ რეპრესიებში. პოლიტიკურმა ასამბლეამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ დრაკონული კანონების მიღება - როგორიცაა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი - ასახავს ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების დადუმებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისკენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, EPP მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები, არამარტო არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვა ავტორიტარული ქმედებების გამო არ უნდა შეიწიროს.

„ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ დასრულდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, განახლდეს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზის მხარდაჭერა, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქართველი ხალხი შეძლებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევას და დემოკრატიული კურსის აღდგენას. ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაუჭიროს მხარი ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს წერეთელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე