უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში, ჩატარებული რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 1 212 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ.

შტაბში განმარტავენ, რომ ცხედრები დააბრუნეს შტაბის თანამშრომლების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად.

მათ ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაუწია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა