მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში, დამნაშავისგან ქონების ამოღება გამარტივდება, სასამართლოს კი შეეძლება, ზიანის ანაზღაურებამდე პირს ქვეყნის დატოვება აუკრძალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღება მარტივდება.

მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ვიდრე პირი დაზარალებულს ზიანს არ აუნაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს. მდინარაძის განმარტებით, „ამის უზრუნველყოფის საშუალება სამაჯური იქნება“.

„ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულის და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის გაწერილი კონკრეტული ფინანსური, ეკონომიკური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულის, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისაგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება. ანუ, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან თანხის, ქონების ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც. ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობა. ანუ, 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება და ეს გაკონტროლდება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს," - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ხომ არ იყო აღნიშნული ინიციატივის ინსპირაციის წყარო, მდინარაძემ უპასუხა: "დიახ, მათ შორის".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს