ვეფხია კასრაძე “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა, ლუკა ნაცვლიშვილი კი ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს

კოალიციაში „ლელო - ძლიერი საქართველო“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილე, რეგიონული მიმართულებით, აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე გახდა.

ამასთან, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლუკა ნაცვლიშვილი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ასევე აქციების დროს, ბათუმში ადმინისტრაციული წესით 12 დღით დააკავეს.

რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთო ფარულავას, ის საქმიანობას გააგრძელებს გენერალური მდივნის მოადგილედ, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით.

„კოალიცია „ლელო - ძლიერ საქართველოში“ არის საკადრო ცვლილებები. ჩვენ ვძლიერდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსული ბანდის, რეჟიმისა და ივანიშვილის წინააღმდეგ. პირველ ცვლილებად წარმოგიდგენთ ჩვენი თანაგუნდელის გენერალური მდივნის მოადგილედ დანიშვნას. გენერალური მდივნის მოადგილედ წარდგება პოლიტპატიმარი, ვეტერანი სამხედრო, 5 შვილის მამა - ვეფხია კასრაძე, რომელიც რეგიონული მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. ის თავისუფლებაზე ჩვენთან ერთად მუშაობდა საოკუპაციო ხაზის მიმართულებით. ვეფხია კასრაძე ჩვენთან ერთად საპატიმროდან და ძალიან მალე თავისუფლებაზე გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობას გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციაზე რეგიონული მიმართულებით. ის სწორედ იმ დევნილ მოქალაქეებთან იმუშავებს, რომელთა რიგებსაც თავად ვეფხია კასრაძე წარმოადგენს. დაპატიმრებამდე ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა საოკუპაციო ხაზთან, საკუთარ სახლში და არ ტოვებდა ერგნეთს, სადაც ბაღებზე სწორედ ის მავთულხლართები გადის, რომელიც რუსულმა რეჟიმმა საქართველოს ერთიან სახელმწიფოს მოახვია თავს.

ამ ცვლილებების პარალელურად წარმოგიდგენთ ჩვენს თანამებრძოლს - ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც სულ ახლახან გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. ლუკა ნაცვლიშვილი სათავეში ჩაუდგება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ოთო ფარულავას, რომელიც ამ წლების განმავლობაში ქუჩაში, საკონფერენციო დარბაზებში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოს ახალგაზრდების და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდების პოზიციები. ოთო ფარულავა საქმიანობას გააგრძელებს გენერალური მდივნის მოადგილედ, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით. ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს და დარწმუნებული ვარ, ოთო ფარულავა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება