მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი კიდევ ერთმა აქტივისტმა, თათია აფრიამაშვილმა დატოვა

დროებითი მოთავსების იზოლატორი, ლიკა ლორთქიფანიძის შემდეგ, კიდევ ერთმა აქტივისტმა თათია აფრიამაშვილმაც დატოვა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

„[პატიმრობას] ველოდი, სანამ სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა იქამდეც ვიცოდი, რომ აუცილებლად ამ განაჩენს გამოიტანდნენ. მეტ დღეს ველოდებოდი და სასამართლო დარბაზში ამოვისუნთქე, 12 დღე რომ გამოაცხადეს და არა 45 დღე. ჩემი აზრით, 20 წლის ასაკში საინტერესო გამოცდილება იყო. ბევრი წიგნი წავიკითხე. ბევრ ისეთ რამეზე ფიქრის დრო მომეცა, რასაც გარეთ ვერ მოვახერხებდი. ღირდა და ყველაფერი ღირს იმისთვის, რომ თავისუფალ საქართველოში ვიცხოვროთ“,- განაცხადა თათია აფრიამაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თათია აფრიამაშვილს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა კიდევ ერთ აქტივისტს, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელმაც იზოლატორი დღეს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა