დონალდ ტრამპი - ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონში, აშშ-სა და ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართული ორ-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია.

ტრამპმა განმარტა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და მის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აშშ მიიღებს საჭირო იშვიათ მინერალებს, ხოლო ჩინელი სტუდენტები ამერიკულ სასწავლებლებში სწავლას შეძლებენ.

„ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია და პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩემი მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება. სრული მაგნიტები და ყველა საჭირო იშვიათი მინერალი წინასწარ იქნება მოწოდებული ჩინეთის მიერ. ასევე, ჩვენ ჩინეთს მივაწვდით იმას, რაც შეთანხმებული იყო, მათ შორის ჩინელი სტუდენტების მიერ ჩვენი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების გამოყენება. ჩვენ ვიღებთ 55%-იან ტარიფს, ჩინეთი კი - 10%-იანს. ურთიერთობა შესანიშნავია!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა